საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლი ალბანეთშია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში შეხვდა ამ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დითმირ ბუშატს

230647
საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლი ალბანეთშია

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლი ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრ აქიფ ჩაღათაისთან ერთად ჩავიდა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში შეხვდა ამ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დითმირ ბუშატს.
ჩავუშოღლიმ გამოკვეთა, რომ თურქეთ-ალბანეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა.
გარდა ამისა, უმოკლეს დროში ძალაში შევა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობა, გაიზრდება სავაჭრო მოცულობა, მოხდება კულტურული თანამშრომლობის მაღალ დონეზე აყვანა.
ჩავუშოღლი, ასევე შეუერთდა მორიგი თანა თავჯდომარის ალბანეთის, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანამშრომლობის პროცესის საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეკრების წინ ჩატარებულ მიღებასაც.
ალბანეთს წარმატებული თანა თავჯდომარეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრი აქიფ ჩაღათაი კი, ტირანაში, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანამშრომლობის პროცესის არაოფიციალური საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე წარადგენს თურქეთს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები