თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა პირველი ოფიციალური განცხადება გაა

სულეიმან შახის თურბესთან მდებარე საპატიო პოლიციის განყოფილებაზე განხორციელებული ოპერაციის შემდეგ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა პირველი ოფიციალური განცხადება გაავრცელა

227771
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა პირველი ოფიციალური განცხადება გაა

სირიაში მდებარე სულეიმან შახის თურბესთან მდებარე საპატიო პოლიციის განყოფილებაზე განხორციელებული ოპერაციის შემდეგ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა პირველი ოფიციალური განცხადება გაავრცელა. თურქეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით თურქეთის ტერიტორიად აღიარებული სულეიმან შახის თურბის საპატიო პოლიციის განყოფილება გახლავთ მაღალი სულიერი ფასეულობის მქონე წინაპართა დანატოვარი. სირიაში შექმნილი უსაფრთხოების პრობლემებისა და სამხედრო აუცილებლობის გამო ჩვენი უფლებების შენარჩუნებით დროებით ისევ სირიის ტერიტორიაზე მდებარე სირიის სოფელ ეშმესეში გადასვენების მიზნით ნეშტი გადმოვასვენეთ“. 

განცხადების მიხედვით, სულეიმან შახის ნეშტის გადასასვენებელი სირიის ეშმესის რეგიონზე თურქეთის არმიამ კონტროლი დაამყარა და თურქეთის დროშა აღმართა.
აქვე ასევე აღნიშნულია, რომ „შახ ფირატის“ სახელწოდების ოპერაციის დროს შეტაკებას ადგილი არ ჰქონია და საწყის ეტაპზე გადაყვანის დროს ერთი პერსონალი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები