თურქეთი და აშშ-ი შეთანხმდნენ

პროგრამით, პენტაგონი ათასამდე სამხედროს გააგზავნის თურქეთში, საუდის არაბეთსა და კატარში

221492
თურქეთი და აშშ-ი შეთანხმდნენ

თურქეთი და აშშ-ი კარგა ხნის განხილვების შემდეგ, პრინციპში, შეთანხმდნენ სირიელი ოპოზიციონერების წვრთნისა და აღჭურვის საკითხში.
საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ფსაკიმ და აღნიშნა, რომ დეტალურ საკითხებში შეთანხმება იქნა მიღწეული ”მოამზადე-და აღჭურვე-”ს პროგრამისთვის თურქეთის მასპინძლობის გასაწევი საკითხის ირგვლივ.
პროგრამით, პენტაგონი ათასამდე სამხედროს გააგზავნის თურქეთში, საუდის არაბეთსა და კატარში, რომლებიც მხარდაჭერას აღმოუჩენენ სირიელ ოპოზიციონერებს ლოგისტიკის, კომუნიკაციის და დაზვერვის საკითხში. პროგრამის ცხოვრებაში გატარება გათვალისწინებულია მარტში.
პროგრამა ასევე პირველი წლისთვის ითვალისწინებს 5 ათასზე მეტი სირიელი ოპოზიციონერის წვრთნას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები