ერდოღანმა ტვიტტერით მესიჯი გაავრცელა

“დანარჩენი მსოფლიო უს 5 წევრზე დიდია“

218501
ერდოღანმა ტვიტტერით მესიჯი გაავრცელა



ლათინური ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნებულმა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სოციალურ ქსელ ტვიტტერით გავრცელებულ მესიჯში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა გაერო და მისი უშიშროების საბჭო, რადგან მსოფლიოს ბედს მხოლოდ ისინი წყვეტენ, როცა დანარჩენი მსოფლიო მათზე, ე.ი. უშიშროების წევრ 5 სახელმწიფოზე უფრო დიდია.

“დღეს ყველა ხედავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ვერსად ვერ ახერხებენ კონფლიქტების მოგვარებას, ამიტომაც ამ ორგანიზაციების რესტრუქტურიზაცია უნდა მოხდეს, რამეთუ მათი უუნარობის გამო მილიონობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება დედამიწის ოთხივ კუთხეში. ეს სამყარო მხოლოდ დასავლეთისგან არ შესდგება, მას ჩრდილოეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთიც გააჩნია და ეს რეალობა ყველამ უნდა აღიაროს“, წერს ერდოღანი ტვიტტერში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები