ერდოღანმა დაურეკა მეფე აბდულლაჰს და მიუსამძიმრა

მწვავედ დაგმო ინციდენტი და საჭიროდ მიიჩნია ტერორის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა.

212753
 ერდოღანმა დაურეკა მეფე აბდულლაჰს და მიუსამძიმრა

პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის მხრიდან მხეცურად მოკლულ პილოტთან დაკავშირებით ტელეფონით დაურეკა მეფე აბდულლაჰს და მიუსამძიმრა.
პრეზიდენტის პრეს ცენტრის ინფორმაციით, ერდოღანმა მომხდართან დაკავშირებით გამოთქვა მწუხარება და პილოტის ოჯახის ჩათვლით მიუსამძიმრა მთელ იორდანელ ხალხს.
მწვავედ დაგმო ინციდენტი და საჭიროდ მიიჩნია ტერორის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა.
მეფე აბდულლაჰიც შეეხო ტერორიზმს, რომელიც გავლენას ახდენს მთელ რეგიონზე და მნიშვნელოვნად მიიჩნია მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საკითხი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები