ერდოღანი არაბ ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შეხვდა

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი საუდის არაბეთიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული ბიზნესმენებისა და ინვესტორების ჯგუფს შეხვდა

211951
ერდოღანი არაბ ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შეხვდა


პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი საუდის არაბეთიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული ბიზნესმენებისა და ინვესტორების ჯგუფს შეხვდა. მან აღნიშნული ჯგუფი, რომელიც უკვე ორი დღეა თურქეთში საინვესტიციო შესაძლებლობებს იკვლევს, პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.

შეხვედრაზე არაბმა საქმოსნებმა და ინვესტორებმა, რომელთაც ინვესტიციის დაბანდება განახლებადი ენერგიის, ჯანდაცვის, საფინანსო და კიდევ სხვა სექტორებში სურთ, განაცხადეს, რომ ამ საკითხებზე შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციებში ჩაატარეს და ინფორმაცია მიიღეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კი აღნიშნა, რომ თურქეთი ინვესტორებისათვის მიმზიდველი ქვეყანა გახლავთ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები