თურქეთს მალის პრეზიდენტი სტუმრობს

განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს

207960
თურქეთს მალის პრეზიდენტი სტუმრობს



ერდოღანის მიწვევით თურქეთს სტუმრობს მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ებუბექირ კიტტა.

ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს ანკარისათვის იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს არის მალის უმაღლესი წარმომადგენლის პირველი ვიზიტი თურქეთში.

მალი თურქეთის ერთ ერთ მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს აფრიკაში და ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა ყველა სფეროში ამ ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების საკითხშიც, ასე ფიქრობენ ორივე ქვეყნის დედაქალაქებში.

კიტტას ეს ვიზიტი ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის ფონზე მიმდინარეობს და მიღებული ცნობებით გუშინ ფრანგ ჯარისკაცებთან შეტაკებაში 12 ოპოზიციონერი იქნა მოკლული.

როგორც ცნობილია მალის ჩრდილოეთში მდებარე ზოგიერთი დასახლება ოპოზიციის ხელში გადავიდა, რის შემდეგაც მალის ხელისუფლებამ დახმარება ითხოვა საფრანგეთისგან და მანაც 1400 ჯარისკაცი მიავლინა რეგიონში კონტროლის დასამყარებლად


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები