პრეზიდენტის კანცელარიის სპიკერმა იბრაიმ ქალინმა განცხადება გააკე

იბრაიმ ქალინმა საპრეზიდენტო სისტემაზე, პრეზიდენტის სამსახურის ორგანიზაციების მმართველობაზე, პრეზიდენტის საზღვარგარეთულ ვიზიტებზე და სტამბოლის „მშვიდობის სამიტზე“ ისაუბრა

201851
პრეზიდენტის კანცელარიის სპიკერმა იბრაიმ ქალინმა განცხადება გააკე

პრეზიდენტის კანცელარიის სპიკერმა იბრაიმ ქალინმა განცხადება გააკეთა.

იბრაიმ ქალინმა გამართულ პრესკონფერენციაზე საპრეზიდენტო სისტემაზე, პრეზიდენტის სამსახურის ორგანიზაციების მმართველობაზე, პრეზიდენტის საზღვარგარეთულ ვიზიტებზე და სტამბოლის „მშვიდობის სამიტზე“ ისაუბრა.

პრეზიდენტის სამსახურის ახალ ორგანიზაციებთან დაკავშირებით ქალინმა აღნიშნა: „ეს ორგანიზაციები პრეზიდენტის ინიციატივის ფარგლებში მოქმედი მექანიზმია და მისი მითითების შესაბამისად საჭიროების მიხედვით იფუნქციონირებენ“.

ქალინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ერდოღანსა და პრემიერმინისტრ დავუთოღლუს შორის სრული ჰარმონიაა.

სპიკერის განცხადებით, პრეზიდენტი ერდოღანი თებერვალში კოლუმბიის, კუბისა და მექსიკის მომცველ ლათინური ამერიკის ტურნეში გაემგზავრება.

იბრაიმ ქალინმა ასევე დასძინა, რომ ჩანაქქალეს ომის 100 წლისთავთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში 23 აპრილს სტამბოლში მშვიდობის სამიტის გამართვა იგეგმება, რომელზედაც მრავალი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია მიწვეული.

მან ასევე შეაფასა „მხოლოდ საპრეზიდენტო სისტემის“ წინადადება და დაამატა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საპრეზიდენტო სისტემასთან დაკავშირებით მუშაობენ და ამ სამუშაოებს თავადაც ინტერესით ადევნებენ თვალყურს.

იბრაიმ კალინმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლეს მალე „კომპლექსი“ ეწოდება და მომდევნო წელში საკონფერენციო დარბაზის, მეჩეთის, კონგრეს ცენტრის და ბიბლიოთეკის მშენებლობა დასრულდება, რის შემდეგაც პრეზიდენტის სასახლე ნამდვილ კომპლექსად გადაიქცევა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები