პრემიერს სჯერა თურქეთის განვითარებისა

‘’ანკარა ყოველთვის დაეხმარება გაჭირვებულებს’’

176287
პრემიერს სჯერა თურქეთის განვითარებისა

დავუთოღლუს თქმით თურქეთი სამომავლოდ თანაგრძნობის და სიძლიერის ქვეყანად უნდა იქნეს მოხსენიებული.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მე-5 წლისთავთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი დახმარებას მსოფლიოს ყველა კუთხეში გააგრძელებს.

დავუთოღლუმ განაცხადა: ‘’ქობანიდან თურქეთში შემოსული ლტოლვილები ჩვენი ისტორიული ნათესავები არიან, ამიტომ მათ არასოდეს მივატოვებთ. როდესაც საუბარი ადამიანს ეხება, ყველაფერი მეორე პლანზე უნდა გადავიდეს და როგორც სირიაში, ერაყში, ღაზაში, ბოსნიაში და სხვაგან, თურქეთი მათ ყოველთვის აღმოუჩენს შესაბამის დახმარებას, ჩვენ როდესაც დახამრებას ვუწევთ არავითარ შემთხვევაში მათ ერის, რწმენის ან კიდევ სხვა მიზეზების გამო არ ვანსხვავებთ’’, ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები