ერდოღანი გუტიერესს შეხვდება

იგი ვაბშვებსაც მიიღებს

175696
ერდოღანი გუტიერესს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ილდირიმ ბეიაზეთ უნივერსიტეტში კამპუსის გახსნის ცერემონიალს უნდა დაესწროს.

მას აქვე უნივერსიტეტის მხრიდან საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

ამის შემდეგ ერდოღანი პრეზიდენტის ახალ სასახლეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ანტონიო გუტიერესს მიიღებს.

ერდოღანს ბოლო პროგრამა ბავშვებთან ექნება. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტში სტუმრად მყოფ ბავშვებს პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაში ექსკურსიაზე წაიყვანენ, სადაც მათ ერდოღანი უმასპინძლებთ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები