სტამბოლსა და კონიას შორის მანძილის დაფარვა 4 საათში გახდა შესაძლ

კონია-სტამბოლის ჩქაროსნული მატარებლის ხაზი გუშინ გამართულ ღონისძიებაზე გაიხსნა

152071
სტამბოლსა და კონიას შორის მანძილის დაფარვა 4 საათში გახდა შესაძლ


კონია-სტამბოლის ჩქაროსნული მატარებლის ხაზი გუშინ გამართულ ღონისძიებაზე გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი და პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული რეისის დაწყება როგორც კონიის ასევე სტამბოლის მოსახლეობას მიულოცა. პრემიერმა დავუთოღლუმ კი აღნიშნა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2009 წლის 13 თებერვალს ანკარა-ესქიშეჰირის, 2011 წელში ანკარა-კონიის, 2013 წელში ესქიშეჰირ-კონიის, 2014 წლის ივლისში ანკარა-სტამბოლის, ახალ კი სტამბოლი-კონიის ჩქაროსნული მატარებლის რეისების შესრულება დაიწყო.

პრემიერის განცხადებით, თურქეთი გახდება ცენტრი, საიდანაც აზია ევროპას, ხმელთაშუა ზღვა შავ ზღვას, ახლო აღმოსავლეთი, ბალკანეთი და კავკასია ერთმანეთს დაუკავშირდება.
ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრმა ლუტფი ელვანმა კი აღნიშნა, რომ სტამბოლსა და კონიას შორის 13 საათიანი გზის დაფარვა ამ რეისის მეშვეობით 4 საათში გახდება შესაძლებელი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები