პრემიერი საბერძნეთში მიდის

თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ვიზიტით დღეს საბერძნეთში მიემგზავრება

138102
პრემიერი საბერძნეთში მიდის

თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ვიზიტით დღეს საბერძნეთში მიემგზავრება.

დავუთოღლუ ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას საბერძნეთის პრეზიდენტ კაროლოს პაპულიასთან გამართავს, რის შემდეგაც თავის კოლეგას ანტონის სამარას შეხვდება.

თურქეთის პრემიერი დედაქალაქ ათენში გასამართ საქმიან ფორუმს დაესწრება, შემდეგ კი საბერძნეთში მცხოვრები თურქი უმცირესობის წარმომადგენლებს მიიღებს.

ვიზიტის მეორე დღეს კი თურქ და ბერძენ მინისტრებს შორის ცალ-ცალკე, შემდეგ კი ერთობლივი მინისტრთა საბჭოს შეხვედრა ჩატარდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები