ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა მაჰმუდ აბასს

სათანადო ინფორმაციები მიიღო იერუსალიმთან და მესჯიდი აქსასთან დაკავშირებით

183221
ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა მაჰმუდ აბასს

მესჯიდი აქსასთან დაკავშირებით კანონდარღვევების შემდეგ პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა პალესტინის სახელმწიფო ლიდერს მაჰმუდ აბასს და ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელს ჰალიდ მეშალს.
პრეზიდენტის პრეს ცენტრის განცხადებით, პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანმა გუშინ ღამეს განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს სათანადო ინფორმაციები მიიღო იერუსალიმთან და მესჯიდი აქსასთან დაკავშირებით.
პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა აბბასმა, უკანასკნელ ხანებში ებრაელი მოსახლეობის მხრიდან, იერუსალიმსა და მესჯიდი აქსასადმი მიმართულ კანონდარღვევებს შემაშფოთებელი უწოდა და საკითხთან დაკავშირებით თურქეთისგან დახმარება ითხოვა. ინფორმაციით, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავის მიდგომა გამოთქვა და ფართო ინფორმაცია მიაწოდა ერდოღანს ჰალიდ მეშალმაც.
ერდოღანმა კი აღნიშნა, რომ პრობლემის გადაწყვეტა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის მშვიდობის დამყარებაში. თურქეთი საკითხთან დაკავშირებით არ დაიშურებს თავის ინიციატივას გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ სახელმწიფოებთან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები