ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში მიემგზავრება

თურქეთის პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში მიემგზავრება.

183013
ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში მიემგზავრება

თურქეთის პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში მიემგზავრება.

ვიზიტის დროს წინა პლანზე წამოიწვეს ეკონომიკური კავშირები.

თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი პრეზიდენტ ერდოღანს ოღუზჰანის რეზიდენციაში ოფიციალური ცერემონიით დახვდება.

ცერემონიის შემდეგ გასამართ პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებზე ეკონომიკური საკითხები იქნება წამოწეული წინა პლანზე.

თურქეთის პრეზიდენტი ასევე მოინახულებს თურქმენეთის პირველი პრეზიდენტი საფარმურათ თურქმენბაშის საფლავს. იგი მოგვიანებით გვირგვინით შეამკობს დამოუკიდებლობის მემორიალს და მონაწილეობას მიიღებს მეგობრობის პარკში გასამართ ხის დარგვის ცერემონიაში.

რ. თ. ერდოღანი ასევე დაათვალიერებს 2017 წელში თურქმენეთში გასამართი აზიის სპორტული თამაშების ოლიმპიური სოფლის მშენებლობას და მაჰდუმკულუს უნივერსიტეტში კონფერენციას დაესწრება.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები