6 დღე გავიდა ერმენეკის კატასტროფიდან

რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მცირდება დაკარგული მუშების მუშების ცოცხლად მონახვის იმედი.

177988
6 დღე გავიდა ერმენეკის  კატასტროფიდან

კარამანის ერმენეკის რაიონში, წყალდიდობით გამოწვეული კატასტროფიდან 6 დღე გავიდა და ისევ გრძელდება დაკარგული 18 მუშის ძებნა. ერთის მხრივ ხდება საამქროს დაზიანებული ნაწილების, მეორე მხრივ კი დაგუბებული წყლის დაცლა.
რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მცირდება 350 მეტრის სიღრმეში დაკარგული მუშების ცოცხლად მონახვის იმედი.
პარალელურად სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება დაკარგულების შესახებ.
ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანერ ილდიზის ცნობით, აქამდე ვერ მიაკვლიეს ვერც ერთ დაკარგულ მუშას. საბადოში წარმართული თითოეული სამუშაო პროცესის დროს სულ სხვა ხედვის პირისპირ რჩებიან.
დაახლოებით 650 კაციანი ჯგუფით აგრძელებენ მუშაობას.
+++ საზღვაო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ელვანის ცნობით, ახლოს აკვირდებიან საბადოში წარმართულ მუშაობას. კონტროლი გრძელდება ღამის განმავლობაშიც. მინერალური დაზვერვითი და საძიებო გენერალური დირექტორატის გახსნილი საბურღების შესახებ ინფორმაციები მიიღეს.
ელვანმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების შემდეგ, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრ თანერ ილდიზთან ერთად დაათვალიერეს გვირაბში მუშაობა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები