ერდოღანი პარიზშია

მან კვლავ გააკრიტიკა დასავლეთი

176951
ერდოღანი პარიზშია



საფრანგეთში გრძელდება თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის ვიზიტი და შეხვედრები. იგი გუშინ სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში და შეფასება მისცა რა მეზობელ სირიაში მიმდინარე მოვლენებს, თქვა რომ აშშ-ს მხრიდან ერაყის არმიისათვის გადაცემული სამხედრო იარაღები ამჟამად რადიკალური ISIS ბოევიკების ხელშია.

მისივე თქმით ესადის რეჟიმმა ასი ათასობით მშვიდობიანი ადამიანი ამოხოცა, მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილისა და იძულებით გადასახლებულის მდგომარეობაში აღმოაჩინა, მაგრამ, რატომღაც მსოფლიო დუმს ამ მოვლენაზე და ხმას არ იღებს ესადის წინააღმდეგ, როცა მშვიდობიანი მოსახლეობა გახიზნულ სირიის ქალაქ ქობანიზე ამდენი ხმაურია ატეხილი.

“დღეს მარტო თურქეთს 1 მილიონ 600 ათასი სირიელი აფარებს თავს და მათთვის საკმარის ჰუმანიტარულ დახმარებას არც გაერო აგზავნის და არც ევროკავშირი“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ იმ შემთხვევაში შეუერთდება ანტიტერორისტულ კოალიციას, თუ თურქეთის სამ მოთხოვნას შეასრულებენ და ეს სამი მოთხოვნაა- ფრენისათვის აკრძალული ზონის შექმნა, ბუფერული ზონის შექმნა და კიდევ ესადის და ISIS წინააღმდეგ მებრძოლი ფორმირებების თურქეთში გამოწვრთნა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები