ერდოღანი ლატვიიდან ესტონეთში გადავიდა

იგი გუშინ გვიან ღამით სამშობლოში დაბრუნდა

170141
ერდოღანი ლატვიიდან ესტონეთში გადავიდა



ლატვიაში დასრულებული ვიზიტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი აქედან ესტონეთს გადავიდა, სადაც მას ოფიციალური მიიღება მოუწყო ესტონელმა კოლეგამ თოომას ჰენდრიკ ილვესმა და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც ერდოღანი შეეხო რადიკალისტური ISIS ბოევიკების წინაღმდეგ სირიის ქალაქ ქობანიში ბრძოლებს და თქვა რომ ჩრდილოეთ ერაყელ 150 ფეშმერგესთან ერთად ქობანელების დასახმარებლად ჩავა ასევე სირიის თავისუფალი არმიის 1300-მდე ჯარისკაცი.

ერდოღანის თქმითვე ანკარა არ აღიარებს რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიას და ამასთან ესტონეთს მადლობა გადაუხადა ყირიმელი თათრებისათვის გაწეული ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გამო.

ილვესმა კი თურქეთს მხარდაჭერა აღუთქვა ევროკავშირში სრული გაწევრიანების საკითხში.

გუშინვე საღამოს ესტონეთის პრეზიდენტმა თურქი კოლეგის საპატივსაცემოთ მიღება გამართა, რის დასრულების შემდეგ გვიან ღამით ერდოღანი სამშობლოში დაბრუნდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები