ერდოღანი ქაბულს სტუმრობდა

ვიზიტი ერთდღიანი იყო

162488
ერდოღანი ქაბულს სტუმრობდა



პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია ავღანეთს და მას ოფიციალური დახვედრა მოუწყო ავღანელმა კოლეგამ ეშრეფ განი აჰმედზაიმ რა, განიხილეს როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობები, ასევე აქტუალური რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებიც.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ანტიტერორისტულ ბრძოლაში ურთიერთთანამშრომლობის გაზრდა-გაღრმავების საკითხებშიც და ამ მიზნით ავღანეთ-პაკისტან-თურქეთის სამთა მექანიზმის გააქტიურების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სამი ქვეყნის პრეზიდენტთა მორიგი მინი სამიტი მომავალი წლის დასაწყისში სტამბოლში ჩატარდეს.

ერდოღანი გუშინვე საღამოს სამშობლოში დაბრუნდა და თვითმფრინავში პასუხი გასცა რა ჟურნალისტების კითხვას სირიაში რადიკალისტური ISIS ბოევიკების წინსვლასთან დაკავშირებით, გააკრიტიკა დასავლეთის პოზიცია და თქვა რომ, დასავლეთი ჯეროვან დარტყმას არ აყენებს ტერორისტებს.

“ავიღოთ ინგლისის მაგალითი, იგი მართალია ერაყში ებრძვის რადიკალისტებს, მაგრამ, სამაგიეროდ არაფერს აკეთებს იმავე დაჯგუფების წინააღმდეგ სირიაში, ხოლო ამერიკა კი სირიაში იარაღით ეხმარება ქურთულ შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელიც პკკ-ას მსგავსად ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენს“, განაცხადა ერდოღანმა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები