მევლუდ ჩავუშოღლუ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ბან კი მუნს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს შეხვდა

160674
მევლუდ ჩავუშოღლუ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ბან კი მუნს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბან კი მუნს შეხვდა. 

გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობისათვის სამართლიანი კამპანია ჩატარდა და თურქეთს საბჭოში მოვალეობის შესრულება მომდევნო ჯერზეც შეუძლია.

ბან კი მუნმა ტერორგანიზაცია ISIS-სთან ბრძოლის საკითხზე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას სტრატეგიის ნაკლებობა აქვს და ერაყსა და რეგიონში პრობლემები მხოლოდ თანამშრომლობითა და სწორი სტრატეგიით მოგვარდება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ კი აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს არჩევნებზე დემოკრატიამ გაიმარჯვა და თურქეთი გააგრძელებს გაეროში მუშაობას.

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი 2016 წელში სტამბოლში მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტს უმასპინძლებს და გააგრძელებენ მუშაობას სტამბოლის გაეროს ცენტრად გადაქცევისათვის.

შეხვედრაზე ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთმა დღემდე სირიელი დევნილებისათვის 4 ნახევარი მილიარდი დოლარი დახარჯა და თურქეთში მხოლოდ გასულ წელში 33 ათასზე მეტი სირიელი ბავშვი დაიბადა. 

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის გაეროს მსგავსად მოქცევა შეუძლებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ საჭიროა ამ საკითხის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები