თურქეთზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში მოხდება ნატოს ჩარევა

ნატო იმოქმედებს ვაშინგტონის კონვენციის მეხუთე მუხლის შესაბამისად

150315
თურქეთზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში მოხდება ნატოს ჩარევა

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა, გუშინ სივასში ბაირამის მილოცვის ცერემონიაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თურქეთზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ნატო იმოქმედებს ვაშინგტონის კონვენციის მეხუთე მუხლის შესაბამისად. შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას.
აღნიშნა, რომ კონვენცია ითვალისწინებს ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში, რომელიც ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმის მნიშვნელობას ატარებს, ნატოს საერთო თავდაცვის სისტემის ჩართვას.
სირიასთან დაკავშირებით მოვლენების დაწყებიდან თურქეთმა ნატოსგან მოითხოვა ყველანაირი შესაძლებლობის გათვალისწინებით მოამზადოს გეგმა. ნატომაც ყველანაირი ალტერნატივის გათვალისწინებით მოამზადა ეს გეგმა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები