ჩავუშოღლი განაგრძობს ნიუ-ორკში ორმხრივ შეხვედრებს

მრავალი შეხვედრა ჩაატარა რეგიონული საკითხების ირგვლივაც

140082
ჩავუშოღლი განაგრძობს ნიუ-ორკში ორმხრივ შეხვედრებს

საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლი განაგრძობს ნიუ-ორკში ორმხრივ შეხვედრებს.
ჯერ შეხვდა საბერძნეთის ვიცე პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვენიზოლოსს.
შეხვედრაზე, შეფასება მიეცა ორ სახელმწიფოს შორის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს მუშაობას. აღინიშნა, რომ ორ სახელმწიფოს შორის, იმისათვის, რომ ადგილი არ ჰქონდეს გაუგებრობებს, გამჭვირვალე და ღია უნდა იყოს დიპლომატიური არხები.
გარდა ამისა, კვიპროსის პრობლემასთან დაკავშირებით პროცესისთვის ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს მცდელობა. კონსესუსი იქნა მიღწეული თანამშრომლობის შესახებ რათა რეგიონულმა პრობლემებმა დიდი ზეგავლენა არ იქონიოს ორივე სახელმწიფოზე.
ჩავუშოღლი შეუერთდა გაეროს გენ. მდივნის ბანკი მუნის თავჯდომარეობით ლიბიის თემაზე ჩატარებულ სხდომას.
გამოვიდა მოხსენებით და გამოკვეთა ლიბიაში 17 თებერვლის რევოლუციით მიღწეული დემოკრატიული მონაპოვრები. აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს ლიბიის პოლიტიკური გარდატეხის პერიოდს. ლიბიის ყველა ფენის მომცველი პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად კი, საჭიროდ მიიჩნია ცეცხლის შეწყვეტა. კმაყოფილება გამოთქვა გაეროს გენერალური მდივნის ლიბიის სპეციალური წარმომადგენლის ბერნარდინო ლეონის შუამავლობის მცდელობაზე. ასევე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ვიეტნამის, უზბეკეთის, მალაიზიის, პაპუას, ახალი გვინეის და მუანმარის საგარეო საქმეთა მინისტრებს და მოითხოვა მხარი დაუჭირონ გაეროს უშიშროების საბჭოში თურქეთის კანდიდატობას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები