თურქული დელეგაცია თბილისშია

ვიზიტი რელიგიათა შორისო დიალოგის ფარგლებში ტარდება

122850
თურქული დელეგაცია თბილისშია



თურქეთსა და საქართველოს შორის ამ ბოლო წლებში აქტიური ურთიერთთანამშრომლობა ვითარდება მრავალ სფეროში და მათ შორის განათლების, კულტურისა და რელიგიის სფეროებშიც, თუმცა, მხარეები მიღწეულით არ კმაყოფილდებიან და უფრო აღრმავებენ და აფართოებენ ყველანაირ ურთიერთობებს.

ორ ქვეყანას შორის რელიგიათა შორისო დიალოგის ფარგლებში თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსის მეჰმეტ გორმეზის თავჯდომარეობით თბილისს ეწვია ხსენებული სამმართველოს დელეგაცია, რომლებსაც პირველი შეხვედრა ჰქონდათ აქ მოქმედი იუნუს ემრეს სახელობის კულტურის ცენტრში და შემდეგ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA-ში.

დღეს თურქულ დელეგაციას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად განიხილავენ რელიგიათა შორისო დიალოგისა და ურთიერთობების საკითხებსაც


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები