თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა

ჩავუშოღლუ ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში იორდანიაში ჩავიდა, სადაც მეფე აბდულლა მეორეს შეხვდა

120634
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში იორდანიაში ჩავიდა, სადაც მეფე აბდულლა მეორეს შეხვდა. შეხვედრა პრესისათვის დახურული იყო.

ჩავუშოღლუმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თურქეთის სურვილია ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდეს და მოგვარდეს ორივე ქვეყნის ერთობლივი პრობლემები.

მეფე აბდულლამ კი დასძინა, რომ პალესტინის საკითხის მოგვარებისათვის საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, პრობლემის მოგვარება ორ სახელმწიფოიანობის ბაზაზე და 1967 წლის საზღვრების ფარგლებში პალესტინის სახელმწიფოს შექმნა.

ჩავუშოღლუ ასევე შეხვდა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ნასირ ჯუდეჰს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ როგორც პალესტინასა და ახლო აღმოსავლეთში ორ სახელმწიფოიანი პრობლემის გადაჭრის, პალესტინის უფლებების საკითხზე და ასევე ერაყისა და სირიის მსგავს რეგიონში არსებული პრობლემებისა და მათი მოგვარების თემაზე თურქეთსა და იორდანიას ერთნაირი მოსაზრებები გააჩნიათ.

ჩავუშოლუმ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთ ვიზიტების რაოდენობა გაიზრდება და ასევე გაფართოვდება კავშირები განათლების, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში.

ჯუდეჰმა კი კმაყოფილება გამოთქვა ჩავუშოღლუს მიერ პირველი ვიზიტის იორდანიაში განხორციელების გამო.

ჯუდეჰის განცხადებით, თურქეთისა და იორდანიის მდგომარეობა სირიის კრიზისის, ლტოლვითა და ერაყში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებში ერთნაირია.

მევლუთ ჩავუშოღლუ იორდანიიდან კი ბაჰრეინში ჩავიდა, სადაც დედაქალაქ მანამაში მეფე ჰამად ბინ ისა ელ ჰალიფეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ ჰალიდ ბინ აჰმედ ელ ჰალიფეს შეხვდა.

ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ბოლო ქვეყანა კი კატარია, სადაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საუდის არაბეთის მასპინძლობით ჯიდეში გამართულ შეხვედრას დაესწრება, რომლის თემაც იქნება „საფრთხეები და რისკები“ ახლო აღმოსავლეთში.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები