ერდოღანი ჩანკაიაში ავიდა

მან გიულისგან გადაიბარა პრეზიდენტობა

107103
ერდოღანი ჩანკაიაში ავიდა



10 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა თურქეთის ახალმა, რიგით მე-12 პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ ჯერ ფიცი წარმოთქვა დიდ ეროვნულ მეჯლისში, შემდეგ ჩანკაიას საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადავიდა და აქ ყოფილ პრეზიდენტ აბდულლაჰ გიულისგან საზეიმო ცერემონიით გადაიბარა ქვეყნის პრეზიდენტობა, ხოლო საღამოს კი ამავე რეზიდენციაში მიღება გამართა მოწვეული სტუმრებისათვის.

როგორც ცნობილია აქამდე თურქეთის პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდა და ერდოღანი გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელიც არჩეულ იქნა ხალხის მხრიდან, თანაც ადრე პრეზიდენტობის ვადა 7 წლით განისაზღვრებოდა, ახლა კი 1 პრეზიდენტს ორი 5 წლიანი ვადით არჩევის უფლება აქვს.

ახალმა პრეზიდენტმა ერდოღანმა ყოფილი პრეზიდენტის აბდულლაჰ გიულის გაცილებისას იგი სახელმწიფოს დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა.

საღამოს მიღებაში ასობით ადგილობრივ მოწვეულთან ერთად მონაწილეობა მიიღეს 15 სახელმწიფოს პრეზიდენტმა, 12 სახელმწიფოს პრემიერმინისტრმა, 6 სახელმწიფოს პარლამენტის თავჯდომარემ, 3 სახელმწიფოს ვიცე-პრეზიდენტმა, 40-მდე ქვეყნის მინისტრმა და 9 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები