ერდოღანი პრეზიდენტობისათვის ემზადება

“ქურთ ტერორისტებთან სამშვიდობო პროცესს გავაგრძელებთ“

84439
ერდოღანი პრეზიდენტობისათვის ემზადება



თურქეთის პრემიერმინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ერდოღანმა წუხელ მონაწილეობა მიიღო კერძო ტელეარხის პოლიტიკურ გადაცემაში და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მესიჯები გაავრცელა.

მისი თქმით პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაშიც გააგრძელებენ ქურთ ტერორისტებთან სამშვიდობო პროცესს და სისხლისღვრის შეჩერების მიზნით პკკ-ას ტერორისტებს განიარაღებისაკენ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისაკენ მოუწოდათ.

იგი შეეხო რა ერაყში ისლამისტი რადიკალისტების მხრიდან მოსულში გატაცებული 49 თურქი მოქალაქის მდგომარეობას, თქვა რომ მათი ჯანმრთელობა ნორმალურია და ყველაფერს აკეთებენ მათი ცოცხლად განთავისუფლებისათვის.

ერაყელ თურქმენ და იეზიდ დევნილთა მდგომარეობაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ანკარა ჰუმანიტარულ დახმარებებს უწევს მათ და იმედი გამოთქვა, მალე დასრულდება ერაყში IŞİD-ის წინსვლა და დევნილები კვლავ დაუბრუნდებიან საკუთარ კერებს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები