თურქეთმა შეშფოთება ტრიპოლის აეროპორტთან შეტაკებების გამო

ამის შესახებ განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ

75579
თურქეთმა შეშფოთება ტრიპოლის აეროპორტთან შეტაკებების გამო

თურქეთმა შეშფოთება გამოთქვა ლიბიის ტრიპოლის აეროპორტთან, 13 ივლისიდან დაწყებული შეტაკებების გამო და მოითხოვა მდგომარეობის ნორმალიზება.
ამის შესახებ განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ თურქეთი ყოველთვის გვერდში უდგას მოძმე ლიბიელ ხალხს. გამოთქვამს სურვილს დამყარდეს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. თურქეთს არ გააჩნია არავითარი სხვა მოლოდინი.
აღინიშნა, რომ კმაყოფილებით ხვდებიან ლიბიაში 25 ივნისს ჩატარებული წარმომადგენელთა მეჯლისის არჩევნების შედეგებს და სწამთ, რომ წარმომადგენელთა მეჯლისი იქნება ის პლატფორმა, რომელიც შესძლებს ქვეყნის პრობლემების დიალოგის გზით მოწესრიგებას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები