თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო ბიულეტენის რიგი ცნობი

129290
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო ბიულეტენის რიგი ცნობი


10 აგვისტოს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო ბიულეტენის რიგი ცნობილია. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გამართული კენჭისყრის შედეგის მიხედვით, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AK) კანდიდატი რ. თ. ერდოღანი ბიულეტენში რიგით პირველია, მეორე, ხალხთა დემოკრატიული პარტიის (HDP) კანდიდატი სელაჰადინ დემირთაში, ხოლო მესამე კი

რესპუბლიკური სახალხო პარტიის CHP-ს, ეროვნული მოძრაობის პარტიის MHP-ს და კიდევ სამი პარტიის საერთო კანდიდატი ექმელედდინ იჰსანოღლუ გახლავთ.

თურქეთის მოსახლეობა პირველად აირჩევს პრეზიდენტს და იგი რიგით მეთორმეტე იქნება.

ქვეყნის შიგნით რეგისტრირებულია 53 მილიონ 17 ათას 2014, ხოლო ქვეყნის გარეთ კი 2 მილიონ 801 ათას 666 ამომრჩეველი.

საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ხმის მიცემის პროცედურა საზღვრებზე 26 ივლისს დაიწყება. საზღვარგარეთ კი ხმის მიცემა 31 ივლისს და იწყება და 3 აგვისტომდე გაგრძელდება.
10 აგვისტოს კი საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში ჩატარდება.

ის კანდიდატი, რომელიც ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს, ქვეყნის პრეზიდენტი გახდება.

თუ პირველ ტურში უმრავლესობის მოპოვება ვერ მოხერხდება, მეორე ტური 24 აგვისტოს ჩატარდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები