თურქეთის პრემიერმინისტრი რ. თ. ერდოღანი საარჩევნო კამპანიას განა

120798
თურქეთის პრემიერმინისტრი რ. თ. ერდოღანი საარჩევნო კამპანიას განა


თურქეთის პრემიერმინისტრი რ. თ. ერდოღანი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით სამსუნში ჩასული ერდოღანის მეორე დღემაც აქტიურად ჩაიარა. იგი შეხვდა სამსუნის მერს იუსუფ ილმაზს, ჯანიკის მუნიციპალიტეტში კი სხვადასხვა ობიექტების გახსნის ცერემონიას დაესწრო.

თურქეთის პრემიერი სამსუნიდან ერზურუმში გაემგზავრა, სადაც მიტინგზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, საღამოს კი იფთარის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსული ერდოღანი ტერორიზმის აღმოფხვრის პროცესს შეეხო და განაცხადა, რომ ამ პროცესს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები