ლიბანში თშძ-ს მოვალეობის შესრულების ვადა ერთი წლით გაუგრძელდა

116490
ლიბანში თშძ-ს მოვალეობის შესრულების ვადა ერთი წლით გაუგრძელდა

ლიბანში განლაგებულ გაერთიანებული ერების დროებით სამშვიდობო ძალებში შემავალ თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებს მოვალეობის შესრულების ვადა ერთი წლით გაუგრძელდა, რის შესახებაც რეზოლუცია გუშინ თურქეთის პარლამენტის გენერალურ სესიაზე მიიღეს.

რეზოლუციის თურქეთის პარლამენტის გენერალურ სესიაზე განხილვების დროს თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა განაცხადა, რომ თურქეთი რეგიონში მიმდინარე მოვლენების მიმართ გულგრილი ვერ დარჩება და დაამატა: „ჩვენი მეზობელი ქვეყნების თაოსნობით, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარებასა და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას შორის ძალიან ახლო ურთიერთობა არსებობს“.

პარლამენტის გენერალურ სესიაზე მიღებული რეზოლუციით მთავრობას უფლება ეძლევა თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილების საზღვაო ძალებში ჩართვისათვის სათანადო რეგულაციები განახორციელოს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები