აღორძინება განვითარების პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატია რ.თ.ერდ

პრემიერის ერდოღანის ავტობიოგრაფია ჩვენებულ იქნა კინო ვიზიონის მეშვეობით.

113870
აღორძინება განვითარების პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატია რ.თ.ერდ

აღორძინება განვითარების პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატია რ.თ.ერდორღანი.
დღეს, ანკარის სავაჭრო პალატის კონგრესის ცენტრში ჩატარებულ სხდომაზე ხსენებული ინფორმაცია გავრცელდა გენერალური თავჯდომარის მოადგილის მეჰმედ ალი შაჰინის მხრიდან.
აღინიშნა, რომ ყველა ერის რწმუნებულის ხელმოწერით გამოტანილი შეთანხმების შემდეგ, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება კანდიდატად დასახელდეს პრემიერი რ. თ. ერდოღანი.
შეხვედრას, პრემიერ მინისტრ რეჯეპ თეიუბ ერდოღანთან ერთად ესწრებოდნენ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, ძველ და ახალ ეტაპში აღორძინება განვითარების პარტიის დეპუტატები, მერები და კონგრესის დელეგატები.
შეხვედრაზე, AK-ს პარტიის თავჯდომარის და პრემიერის ერდოღანის ავტობიოგრაფია ჩვენებულ იქნა კინო ვიზიონის მეშვეობით.
შემდეგ, ერდოღანმა მოხსენება გააკეთა პრეზიდენტობის კანდიდატობასთან დაკავშირებით და გაავრცელა მნიშვნელოვანი განცხადებები.
მადლობა გადაუხადა ყველა დეპუტატს და პარტიის წევრს ვინც იგი კანდიდატად დაასახელა.
შეეხო რა წარსულში წარმართულ პოლიტიკურ ბრძოლებს, გამოკვეთა 10-ი აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა.
აღნიშნა, რომ ხალხი პირველად მოახდენს პრეზიდენტის არჩევას და უაზრობა იქნება არაპოლიტიკური პრეზიდენტობის უფლებამოსილება. თუ 10 აგვისტოს იგი არჩეულ იქნება პრეზიდენტად, ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ მოემსახურება 77 მილიონიან მოსახლეობას.
მან ისაუბრა თავის მიზნების შესახებაც რომელიც მდგომარეობს შემდეგში:-გაზარდოს ქვეყნის ეკონომიკა, გააფართოვოს დემოკრატია, გახდნენ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და მოახდინოს ძმობის განმტკიცებისთვის ყველანაირი საფუძვლის მომზადება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები