მოწოდება „მშვიდობისა და ძმობისაკენ"

თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მეჰმედ გორმეზის განცხადება

99356
მოწოდება „მშვიდობისა და ძმობისაკენ"



ისლამურ სამყაროში არსებულმა კრიზისებმა, პოლიტიკურმა და სამხედრო დაძაბულობებმა, შეტაკებებმა უკვე ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ იგი საფრთხეს უქმნის ისლამურ სამყაროს. ბოლოს, მოსულის თაოსნობით, ერაყსა და სირიაში შექმნილმა ქაოსმა დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა. ამ პროცესში ძალადობის შემცველი ურთიერთ მუქარები, ჯიჰადის გამოცხადება, წმინდა ადგილების დარბევის მუქარები, ადამიანების გატაცება-მკვლელობები მოახლოებული მასობრივი კატასტროფის მანიშნებელია. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოვლენები შეუქცევადი გახდება, გარდაუვალი იქნება ისლამურ სამყაროში ადამიანური, საზოგადოებრივი და რელიგიური დაყოფა.

ამ კონტექსტში პრობლემის მოგვარებისათვის ყველას მოვუწოდებთ ქვემოთ მოყვანილი პრინციპების ფარგლებში ერთობლივად მოქმედებისაკენ
1.ისლამი ყველა სახის კონფესიაზე, ეთნიკურ, გეოგრაფიულ და პოლიტიკურ კუთვნილებაზე მაღლდა დგას. არც ერთმა სტრუქტურამ არ უნდა დაუშვას რელიგიური ძმობისა და ერთიანობის დარღვევა. ყურანი და სუნეთი აღიარებს ადამიანის სიცოცხლის, სისხლის, ქონებისა და ნამუსის ხელშეუხებლობას. უდანაშაულოდ ადამიანის სისხლის დაღვრა რელიგიური თვალსაზრისით, ყველაზე დიდი დანაშაულია.

2. 1400 წლიანი საზოგადოების რელიგიურ და ეთნიკურ საფუძვლებზე დამყარებული სტრუქტურით მართვა შეუძლებელია. ვერავინ და ვერც ერთი ჯგუფი შეებრძოლება სხვის რწმენას, ფასეულობებსა და შეხედულებებს. ყველას უნდა ჰქონდეს უფლება თავის ტერიტორიაზე ისტორიული გამოცდილების შესაბამისად, თავისუფლად იცხოვროს. ამის საწინააღმდეგო პოზიციის მქონე ყველა ამ მიწაზე

3. ყოვლად მიუღებელია ამა თუ იმ მუსლიმანური დაჯგუფების, კონფესიის ანდა საზოგადოების მიერ თავისი მოსაზრების ჭეშმარიტებად ჩვენება, სხვათა მოსაზრების უგულებელყოფა, მათი ურჯულოდ მონათვლა და სასიკვდილოდ განწირვა. ასეთი მცნების ისლამური სარწმუნოების კონტექსტში გამართლება შეუძლებელია.

4. ყველა, ვინც თავს მუსლიმანად მიიჩნევს, ისლამური წრის წარმომადგენელია. არავის აქვს უფლება სხვას არა მუსლიმანი უწოდოს. ცხადია, რომ იმ პიროვნებების მოსაზრება, ვინც ამოსავლად რელიგიას მიიჩნევს, ვერ იქნება მუსლიმანური სინდისით გაზიარებული. საღი აზროვნების და სინდისის მქონე თითოეულმა მუსლიმმა პიროვნებამ არ უნდა დაუშვას მსგავსი უაზრო სტრუქტურების ჩამოყალიბება.

5. საკუთარი ინტერესებისათვის დაწყებულ შეტაკებებს მსხვერპლად შეწირული დაუცველი ადამიანების, ბავშვების, ქალების და მოხუცების ხოცვას, მათი სახლ-კარიდან აყრას დაფუძნებული, თავისი თავის ისლამთან გაიგივების მცდელი სტრუქტურის მიღება შეუძლებელია.

6. ზოგიერთი დაჯგუფების მხრიდან, ნეჯეფში და ქერბალაში არსებული Ehl-i Beyt-ის უხუცესების, წმინდა ალის, წმინდა ჰუსეინის და ებულ ფადლი აბასის მსგავსი სულიერი Hz. Ali, Hz. Hüseyin ve Ebu’l Fadl Abbas-ის საფლავების დარბევისა და განადგურების თაობაზე გამოთქმული მუქარები ყოვლად დაუშვებელია.

7. ამავე ფორმით ზოგიერთი წრეების მხრიდან სხვების წინააღმდეგ ჯიჰადის გამოცხადებაც მიუღებელია, რადგან წმინდა ყურანი და სუნნეთი კრძალავს რომელიმე მორწმუნის მხრიდან სხვა მორწმუნის მოკვლას. ე.ი. ისლამი კრძალავს მუსლიმანებს, ე.ი. მორწმუნეებს შორის კაცთაკვლას. დღეს თუ მაინც და მაინც ჯიჰადი გვინდა, იგი უნდა გამოვუცხადოთ მასიურ ფანატიზმს, რადიკალიზმს, უწიგნურობას, უვიცობას, უმუშევრობას, სიღარიბეს. აქედან გამომდინარე არავის არ აქვს უფლება სისასტიკის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადოს და ამით თავისი მხრიდან ჩადენილი სისასტიკის ლეგიტიმაცია მოახდინოს

8. აი ამ პროცესში ზოგიერთი მეცნიერებისა თუ რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან რადიკალური შინაარსის შემცველი ფეტვას გაცემა შემაშფოთებელია. პირიქით, ისეთი შინაარსის ფეტვა უნდა გაიცეს, რომელიც გააერთიანებს საზოგადოებას და ხელს შეუწყობს სტაბილურობის და მშვიდობის დამყარებას. ე.ი. თუ ფეტვა არ ითვალისწინებს სისხლისღვრის შეჩერებას, მაშინ მას არავითარი ღირებულება არ გააჩნია. უფრო მეტიც, რადიკალური ფეტვები მთელ ისლამურ სამყაროსაც და ისლამის მეცნიერებებსაც ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილედ გახდის. ეს რომ ასე არ მოხდეს, ამიტომაც, ამ რელიგიურმა ლიდერებმაც და მეცნიერებმაც ერთობლივად და სოლიდარულად უნდა იმოქმედონ, რათა ბოლო მოეღოს ძმათამკვლელურ კონფლიქტებს და ომებს. სწორედ ამას მოითხოვს ყველა ჩვენგანისგან ისლამური რელიგიაც და მისი ეთიკური და მორალური პრინციპებიც

9. აქედან გამომდინარე ცხელი კონფლიქტის ზონაში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები და წარმომადგენლები ერთად უნდა შეიკრიბონ და ერაყ სირიის მოთავეობით სხვა კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებითაც ყველანაირი პრობლემა უნდა მოაგვარონ მხოლოდ რელიგიური და მორალური პრინციპებიდან გამომდინარე.

10. ამიტომ წინა პლანზე უნდა გამოვიდნენ არა მხოლოდ რელიგიური, არამედ საზოგადოების ცნობილი პირებიც და ინიციატივა ხელში უნდა აიღონ კონფესიური უთანხმოებებისა და დაპირისპირებების აღმოსაფხვრელად. ამ საქმეში თავიანთი დადებითი წვლილის შეტანა შეუძლიათ ასევე საერთაშორისო ისლამურ ორგანიზაციებსაც, რომლებსაც შეუძლიათ სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ პრობლემების მოგვარებას. ამ მხრივ ჩვენი დეპარტამენტი მზადაა მოთავეობა გამოიჩინოს და ძალზედ ბედნიერნი ვიქნებით, თუ ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ხსენებული კონფლიქტების მოგვარებაში



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები