ერაყში მყოფი თურქი მუშები სამშობლოში გადაიყვანეს

95615
ერაყში მყოფი თურქი მუშები სამშობლოში გადაიყვანეს


ერაყში მყოფი თურქი მუშები სამშობლოში გადაიყვანეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ერაყში მყოფი თურქეთის მოქალაქეებისათვის აქტიურ დიპლომატიურ სამუშაოებს ახორციელებს. ნეჯეფში მყოფი 113 მუშა ერაყის ხელისუფლებისაგან სათანადო ნებართვების აღების შემდეგ თურქეთში დააბრუნეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ერაყში მყოფი თურქეთის მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია: „მოსულში მდებარე თურქეთის საკონსულოს პერსონალისა და გეიარას დაბაში დაკავებული 31 თურქი მძღოლის სამშობლოში უვნებლად და უმოკლეს დროში დასაბრუნებლად საჭირო სამუშაოები დიდი ყურადღების ხორციელდება“.

სამინისტროს განცხადებაში ასევე მოსულში, ქერქუქში, სელაჰათინში, დიალაში, ანბარსა და ბაღდათში მყოფ თურქეთის მოქალაქეებს უმოკლეს დროში ამ პროვინციების დატოვებისა და ამ პროვინციებში გამგზავრებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები