ერდოღანსა და ამერიკის ვიცეპრეზიდენტს შორის მოსულის თემაზე სატელე

92225
ერდოღანსა და ამერიკის ვიცეპრეზიდენტს შორის მოსულის თემაზე სატელე


თურქეთის პრემიერმინისტრს რ. თ. ერდოღანსა და ამერიკის ვიცეპრეზიდენტს ჯო ბაიდენს შორის მოსულის თემაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრ სახლში გაკეთებული განცხადების თანახმად, ბაიდენმა ერდოღანთან საუბრისას ერაყ-დამასკოს ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაცია დაგმო. წერილობით განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მძევლად აყვანილი თურქული პერსონალი და მათი ოჯახები საჭიროა უსაფრთხოდ უკან იქნენ დაბრუნებულები და აქვე ნათქვამია, რომ მზად არიან მხარდაჭერისათვის.

განცხადების თანახმად, ერაყ-დამასკოს ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაციის საფრთხის წინააღმდეგ ერაყის მთავრობისა და ჩრდილოეთ ერაყის რეგიონალური მმართველობის ერთობლივ მუშაობას დახმარებას გაუწევენ. აქვე აღნიშნულია, რომ რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის გამოსწორებამდე ამერიკას თურქეთისა და ერაყის მთავრობებთან ხშირი კონტაქტი ექნება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები