ანკარაში ვიზიტით მყოფი ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი

მიიღო პრეზიდენტმა აბდულლა გულმა.

88711
ანკარაში ვიზიტით მყოფი ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი

ანკარაში ვიზიტით მყოფი ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი მიიღო პრეზიდენტმა აბდულლა გულმა.
ორივე პრეზიდენტმა ვიზიტს, ორი ქვეყნის ურთიერთობაში გარდამტეხ პერიოდად შეაფასა.
ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელი მოეწერა ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას.
პრეზიდენტ აბდულა გუილის განცხადებით განიხილეს რეგიონული, ბირთვული ენერგიის მსგავსი საკითხები.
არ სურთ, რომ რეგიონში, რომელიმე სახელმწიფოს გააჩნდეს ბირთვული იარაღი.
იცავენ მასობრივი განადგურების იარაღისგან განწმენდილ, თავისუფალი ახლო აღმოსავლეთის ხედვას. თუმცა არც იმას ეწინააღმდეგებიან რომ ქვეყნებს არ მიეცეთ ბირთვული ენერგიის სამშვიდობო მიზნით გამოყენების უფლება.
რუჰანიმ კი გამოკვეთა, ვიზიტის, ორი სახელმწიფოს ურთიერთობის განვითარებისთვის მნიშვნელობა.
შეეხო რეგიონულ, სირიის და ეგვიპტის საკითხებს. აღნიშნა ომის და სისხლისღვრის შეწყვეტის მნიშვნელობა.
შემდეგ რუჰანი საქმიან სადილზე შეხვდა პრემიერ რ. თ. ერდოღანს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე ლიდერმა თავჯდომარეობა გაუწია თურქეთ-ირანის პირველი, უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს.
ბრიფინგი ჩაატარეს ჟურნალისტებთან.
ერდოღანმა განაცხადა, რომ მიზნად ისახავენ ირანთან 30 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობის წარმართვას. თურქ მეწარმეებსაც დიდი სურვილი აქვთ ირანთან დაამყარონ თანამშრომლობა. ცისფერ აირზე ფასის დაკლების ირგვლივ გაგრძელდება ორი სახელმწიფოს ენერგეტიკის მინისტრებს შორის შეხვედრები.
რუჰანიმ კი დაამატა, რომ ორი სახელმწიფოს თანამშრომლობა ეკონომიკის გარდა მეტად მნიშვნელოვანია ძალადობის და ურთიერთ დაპირისპირებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები