ანკარას ბერდიმუჰამედოვი ეწვია

მას შეხვედრა მოუწყეს თურქეთის ლიდერებმა

82130
ანკარას ბერდიმუჰამედოვი ეწვია


თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მეოთხე სამიტის ფარგლებში გუშინ ანკარას ჩამოვიდა თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, რომელსაც ჩანკაიას რეზიდენციაში ოფიციალური მიღება მოუწყო თურქმა კოლეგამ აბდულლაჰ გიულმა. მათი პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციათაშორისი შეხვედრაც გაიმართა, რის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია მოაწყვეს და კმაყოფილება გამოთქვეს რა ორ ქვეყანას შორის ამჟამად არსებული ურთიერთობების მიმართ, მისი კიდევ უფრო გაღრმავება-გაფართოებას დაუჭირეს მხარი. თურქმენი სტუმარი მიიღეს ასევე თურქეთის პრემიერმინისტრმა ერდოღანმა და პარლამენტის თავჯდომარემ ჯემილ ჩიჩექმა და განიხილეს ორმხრივი და რეგიონალური ურთიერთობები. გუშინვე საღამოს აბდულლაჰ გიულმა თურქმენი კოლეგის პატივსაცემად ვახშამი გამართა და მასზე ამ უკანასკნელმა გიული თურქმენეთის უმაღლესი ჯილდოთი, მაჰთუმკულუს სახელობის ორდენით დააჯილდოვა. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები