გუშინ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება გაიმართა

62042
გუშინ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება გაიმართა



გუშინ ჩანკაიას რეზიდენციაში პრეზიდენტ აბდულლა გიულის თავმჯდომარეობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხაადებაში აღინიშნა, რომ შეფასებული იქნა ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემქმნელი სტრუქტურები და მათ მიმართ გატარებული ღონისძიებები.

სხდომის კიდევ ერთ საკითხს სირია წარმოადგენდა. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ მათ განიხილეს სირიის კონფლიქტის მიერ ეროვნული უსაფრთხოების თაოსნობით, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის შექმნილი საფრთხე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განხილულ თემებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები და პალესტინელებს შორის ერთობის უზრუნველსაყოფად ფეთიჰსა და ჰამასს შორის მიღწეული შეთანხმება.

საბჭოს შეკრებაზე ეგვიპტეში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან, კერძოდ, მასობრივი სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კი შეშფოთება გამოხატეს და გამოთქვეს იმედი, რომ ეგვიპტელი ხალხის მომავალის თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილებები გამოსწორებული იქნება.

განცხადების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრებაზე განხილული იქნა რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოქმნილი კრიზისი და მისი თურქეთსა და ყირიმელ თათრებზე შესაძლო გავლენა.

შეხვედრაზე დამსწრეებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია პრეზიდენტ გიულის მიერ წამოწყებული თავდაცვის რეფორმების სამუშაოების შესახებ.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები