„ჰალ სითი“-მ „ჰათაისპორი“ ვერ დაამარცხა

ამხანაგურ მატჩში ათაქაშ „ჰათაისპორი“-ს და ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთ გუნდის „ჰალ სითის“-ს შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა

2009301
„ჰალ სითი“-მ „ჰათაისპორი“ ვერ დაამარცხა

„ჰალ სითი“-მ „ჰათაისპორი“ ვერ დაამარცხა

ამხანაგურ მატჩში ათაქაშ „ჰათაისპორი“-ს და ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთ გუნდის „ჰალ სითის“-ს შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

ათაქაშ „ჰათაისპორ“-ი ბურსას მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტის სტადიონზე პირველად გავიდა მოედანზე "საუკუნის სტიქიად" მიჩნეული მიწისძვრის შემდეგ.

მატჩის წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ათაქაშ ჰათაისპორ-ის ტექნიკურმა დირექტორმა ვოლკან დემირელმა მაისური მიწისძვრის შედეგად დაღუპული სპორტული დირექტორის თამერ სავუთის სახელით და წარწერით "ჩვენ არ დაგავიწყებთ" დაღუპულის ოჯახს გადასცა.

დემირელმა მიწისძვრის დროს დაღუპული ჰათაისპორის ფეხბურთელის აცუს 30-ნომრიანი მაისური გუნდურ ფოტოზე ხელში დაიჭირა.

მატჩის პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა.

ჰალ სითი 68-ე წუთზე ჯარვისის მიერ გატანილი გოლით 1-0 დაწინაურდა. ათაქაშ ჰათაისპორმა უნალ დურმუშჰანის გოლით 83-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

მატჩში სხვა გოლი არ გასულა და გუნდებმა მოედანი ფრეთი დატოვეს.

ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი მიწისძვრით დაზარალებულებს გადაერიცხებათ, მატჩს ტრიბუნებიდან უყურებდნენ ჰალსითის პრეზიდენტი აჯუნ ილიჯალი და ჰათაის მერი ლუთფუ სავაში.


საკვანძო სიტყვები: #ჰალ სითი , #ჰათაისპორი

მსგავსი ინფორმაციები