თურქეთმა უელსი 2-0 დაამარცხა

თურქეთმა უელსი 2-0 დაამარცხა

2001755
თურქეთმა უელსი 2-0 დაამარცხა
Türkiye - Galler umut nayır.jpg
Türkiye - Galler  cengiz.jpg
Türkiye - Galler barış.jpg
Türkiye - Galler.jpg
Türkiye - Galler  hakan.jpg

თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც  D ჯგუფში ასპარეზობს, EURO 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრაში გუშინ, უელსს უმასპინძლა.

ქალაქ სამსუნში, 19 მაისის სტადიონზე გამართული შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.

თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა დღემდე გამართული ოთხი შეხვედრიდან სამი მოგებითა და ერთი წაგებით 9 ქულა მოაგროვა და ჯგუფში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.

თურქეთის სახელით გოლები, უმუთ ნაირმა (72) და არდა გულერმა (80) გაიტანეს.

მეორეს მხრივ, ჯგუფის მეორე მატჩში სომხეთმა ლატვიას 2-1 მოუგო და 6 ქულამდე ავიდა.

საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლითაც EURO 2024-ში მონაწილე 20 გუნდი უნდა გამოვლინდეს, 2023 წლის 16-21 ნოემბერს გასამართი მატჩებით დასრულდება.

EURO 2024-ში მონაწილეობის უფლება ექნება გუნდებს, რომლებიც 10 ჯგუფში პირველ 2 ადგილს დაიკავებენ.  


საკვანძო სიტყვები: #სამსუნი , #უელსი , #თურქეთი , #EURO 2024

მსგავსი ინფორმაციები