„ბეშიქთაში“ და „ატლეტიკო“ ამხანაგურ მატჩს გამართავენ

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით „ბეშიქთაში“ და „ატლეტიკო“ ამხანაგურ მატჩს გამართავენ

1973406
„ბეშიქთაში“ და „ატლეტიკო“ ამხანაგურ მატჩს გამართავენ

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით „ბეშიქთაში“ და „ატლეტიკო“ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

კამპანიის "არ დაგტოვებ თურქეთო" ფარგლებში დღეს "მეგობრობის" მატჩში „ბეშიქთაში“ ესპანურ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

ბრძოლა სტადიონ Vodafone Park-ზე თურქეთის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი იმ სკოლებს მოხმარდება, რომლებსაც ბეშიქთაში მიწისძვრის ზონაში ააშენებს.

ორივე გუნდის მოთამაშეები, რომლებიც მატჩის წინ სპეციალურად მომზადებული მაისურებით გამოვლენ მოედანზე, გააკეთებენ სოციალური პასუხისმგებლობის გზავნილებს და საფეხბურთო საზოგადოების ერთიანობისა და სოლიდარობის მესიჯს მთელ მსოფლიოს გააცნობენ.



მსგავსი ინფორმაციები