„რამადანის“ გადაწყვეტილება პრემიერლიგაში

„რამადანის“ გადაწყვეტილება პრემიერლიგაში

1963252
„რამადანის“ გადაწყვეტილება პრემიერლიგაში

პრემიერლიგაში იმ მუსლიმ ფეხბურთელებს, რომლებიც მარხულობენ, მარხვის (რამადანი) თვეში გასამართი მატჩების დროს მარხვის გაწყვეტის (იფთრის) შესაძლებლობა მიეცემათ.

ინგლისურ პრესაში გავრცელებულ სიახლეებში ნათქვამია, რომ პრემიერლიგისა და ქვედა ლიგის მატჩების დროს მსაჯები მოთამაშეებს მარხვის გახსნის დროს მისცემენ, როდესაც თამაში შეჩერდება.

როგორც ცნობილია, პრემიერლიგაში მარხულობენ ისეთი ვარსკვლავური სახელები, როგორიცაა ლივერპულის ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი, მანჩესტერ სიტის რიად მაჰრეზი, ილკაი გუნდოგანი, ჩელსის უესლი ფოფანა და სხვები.

ამავე ინფორმაციით, მატჩის დაწყების წინ, მსაჯები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, არის თუ არა ფეხბურთელი, რომელიც მარხულობს.



მსგავსი ინფორმაციები