"ფიფას წლის საუკეთესოების დაჯილდოება" პარიზში გაიმართა

"ფიფას წლის საუკეთესოების დაჯილდოება" პარიზში გაიმართა

1952585
"ფიფას წლის საუკეთესოების დაჯილდოება" პარიზში გაიმართა
The Best FIFA Football Awards 1
The Best FIFA Football Awards 4
The Best FIFA Football Awards 4
The Best FIFA Football Awards 2
The Best FIFA Football Awards putella

ფეხბურთის აღმასრულებელი ორგანოს  "ფიფას წლის საუკეთესოების დაჯილდოება" პარიზში გაიმართა...

გალა ღამის წითელ ხალიჩაზე უამრავმა ვარსკვლავა ჩაიარა.

ცერემონიის ყველაზე საინტერესო მომენტი იყო წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ვინაობის გამოცხადება...

ლიონელ მესი, რომელმაც დიდი წილი შეიტანა არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში, ამ ჯილდოს მფლობელი მესამედ გახდა.

„ჩემთვის გიჟური წელი იყო“- თქვა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და დაამატა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის თასის აწევა საუკეთესო რამ იყო, რაც მას ცხოვრებაში შეემთხვა.

საუკეთესო ტექნიკურ დირექტორად არგენტინის ნაკრებიდან ლიონელ სკალონი დასახელდა.

ჯილდოს მიღების შემდეგ 44 წლის მწვრთნელმა თქვა: „შენი ხალხის გახარებას არაფერი სჯობს“.

საუკეთესო მეკარის ჯილდო არგენტინელ ემილიანო მარტინესს გადაეცა...

30 წლის მეკარემ, რომელიც ძალიან ემოციური იყო, განაცხადა: "დედაჩემი ყოველდღე სახლების დასასუფთავებლად მიდიოდა 8-9 საათი, მამა კი ყოველთვის მუშაობდა. ისინი ჩემი კერპები არიან“.

ცერემონიაზე "FIFA-ს წლის საუკეთესო 11 მამაკაცი ფეხბურთელის ვინაობაც"გამოცხადდა. ესენი არიან: ტიბო კურტუა, ჟოაო კანსელო, ვირჯილ ვან დეიკი, აშრაფ ჰაკიმი, კაზემირო, კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი, კარიმ ბენზემა, ერლინგ ჰალანდი, კილიან მბაპე და ლიონელ მესი.

გულშემატკივართა ჯილდო არგენტინელმა მაყურებელმა მოიპოვა, რომლებიც კატარში ყველა მატჩში ტრიბუნებს ავსებდნენ.

ჯილდო გულშემატკივარმა კარლოს ტულამ მიიღო, რომელიც 1974 წლიდან ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე იყო ნამყოფი.

წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალის ჯილდო კიდევ ერთხელ ალექსია პუტელასს გადაეცა.

ესპანელმა ფეხბურთელმა ამ წარმატებას მეორედ მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #დაჯილდოება , #FIFA

მსგავსი ინფორმაციები