დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში ოფიციალური მატჩი პირველად გაიმართა

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში ოფიციალური მატჩი პირველად გაიმართა

1947539
დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში ოფიციალური მატჩი პირველად გაიმართა
Trabzonspor v Basel 7.jpg
Trabzonspor v Basel 6.jpg
Trabzonspor v Basel 5.jpg
Trabzonspor v Basel ..jpg
Trabzonspor v Basel 3.jpg

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში ოფიციალური მატჩი პირველად გაიმართა.

თურქეთი „ერთ გულად“ გადაიქცა მატჩში, სადაც „ტრაბზონსპორმა“ კონფერენციის ლიგის პლეი-ოფის რაუნდში „ბაზელს“ უმასპინძლა.

მატჩს პროტოკოლის ტრიბუნიდან ერთად უყურებდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მეჰმეთ ბუიუქექში და სუპერლიგის კლუბების ხელმძღვანელები.

სხვადასხვა გუნდის გულშემატკივარმა ტრიბუნები საკუთარი მაისურებითა და დროშებით შეავსეს.

ქალაქში მყოფი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს, რომელთაც მატჩის ყურება სურდათ, კლუბმა ლოჟებში უმასპინძლა.

ნანგრევებიდან ამოყვანილთა სიმბოლოდ მატჩის დაწყებამდე სპეციალური ქორეოგრაფია მომზადდა.

ქორეოგრაფიაში გამოსახული იყო ნანგრევებიდან გამოყვანილი ბავშვი, სამძებრო-სამაშველო ჯგუფი, მექსიკის სამძებრო-სამაშველო ჯგუფის წევრი, ძაღლი პროტეო, რომელიც დაიღუპა, იმ ქვეყნების დროშები, რომლებმაც თურქეთს ყველა გაგებით მხარი დაუჭირეს მიწისძვრის შემდეგ და თურქეთის დროშა.

მიწისძვრის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

მატჩის მე-4 წუთის მე-17 წამზე, მიწისძვრის საათზე, გაისმა შეძახილი „თურქეთო, არ შეგცივდეს, ტრაპიზონი შენთანაა“.

სტენდებზე ეკიდა ბანერები მიწისძვრით დაზარალებული 11 ქალაქის სახელებით.

გარდა ამისა, ამ ქალაქების სანომრე ნიშნების შესაბამის წუთებზე გულშემატკივრები ერთხმად იძახოდნენ „აქ“...

ტრაბზონსპორის მოთამაშეებს მატჩის დროს შავი მაისურები ეცვათ.

„ბაზელიდან“ ზექი ამდუნიმ ასევე მხარი დაუჭირა დიდ სოლიდარობას მაისურით, რომელზეც ეწერა "Geçmiş olsun Türkiye'm".

უეფამ მატჩის წინ თურქულ და არაბულ ენებზე, მოედნის გვერდებზე დადო ბანერები წარწერით „თქვენს გვერდით ვართ“.

შეხვედრის 65-ე წუთზე „ტრაბზონსპორმა“ ლარსენის გოლით შვეიცარიის „ბაზელი“ 1-0 დაამარცხა.

ამ ანგარიშით თურქეთის წარმომადგენელმა, 23 თებერვალს გასამართ განმეორებით მატჩამდე უპირატესობა მოიპოვა.



მსგავსი ინფორმაციები