ფეხბურთის სამყარო გლოვობს...

მსოფლიოში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1925762
ფეხბურთის სამყარო გლოვობს...
Pele 6
Pele 5
Pele 4
Pele 3
Pele 2

ფეხბურთის სამყარო გლოვობს...

მსოფლიოში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბრაზილიის მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

პელეს სახელით ცნობილი ფეხბურთელი ედსონ არანტეს დო ნასიმენტო, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში არაჩვეულებრივ წარმატებებს მიაღწია, სან პაულოში, ალბერტ აინშტაინის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პელემ კარიერის განმავლობაში 1281 გოლი გაიტანა. მან დაამყარა რეკორდი, რომლის მოხსნაც ძნელია.

პელე 1940 წლის 23 ოქტომბერს ბრაზილიაში დაიბადა.

მანამ სანამ მის ფეხბურთის ნიჭს აღმოაჩენდნენ, 11 წლამდე ფეხსაცმელების მღებავად მუშაობდა. პელეს პროფესიონალური დებიუტი 1956 წელს შედგა.

ორი წლის შემდეგ, 17 წლის ასაკში, ეროვნული ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბრაზილიის გამარჯვებაში მასპინძელ შვედეთთან 2 გოლის გატანით.

ამ წარმატებამ მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

1970 წელს მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, რამაც პელე კიდევ უფრო ცნობილი გახადა, იყო პირველი თასი, რომელიც ტელევიზიით ფერადი ეთერით გადაიცა.

პელემ კარიერის განმავლობაში 3 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და კარიერის განმავლობაში 6-ჯერ ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რომელმაც 30-ჯერ ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა, 92 მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ფეხბურთის მეფე 1956-1974 წლებში სან-პაულოს გუნდში სანტოს FC-ში თამაშობდა.

იმ დროს ბევრ ევროპულ კლუბს პელეს ტრანსფერი სურდა.

თუმცა, ბრაზილიის მთავრობამ ვარსკვლავი ფეხბურთელი "ეროვნულ საგანძურად" გამოაცხადა და პელემ საზღვარგარეთ გასვლა ვერ შეძლო.

ფეხბურთის ლეგენდის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოგონება იყო ნიგერიის სამოქალაქო ომში ორდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება პელეს მატჩის საყურებლად.


საკვანძო სიტყვები: #ფეხბურთი , #პელე

მსგავსი ინფორმაციები