კრიშტიანუ რონალდუ ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ დააჯარიმა

კრიშტიანუ რონალდუ ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ დააჯარიმა

1910698
კრიშტიანუ რონალდუ ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ დააჯარიმა

ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, აპრილში ერთ-ერთი მატჩის შემდეგ გულშემატკივარის ტელეფონის ძირს დაგდების გამო დაჯარიმდა.

ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ რონალდუ 2 თამაშს ჩამოაშორა და 50 000 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა.

ინციდენტი აპრილში ჩატარებული მატჩის შემდეგ მოხდა, როდესაც მანჩესტერ იუნაიტედი ევერტონთან 1-0 დამარცხდა.

გასახდელში მიმავალმა რონალდომ 14 წლის ჯეიკ ჰარდინგს, რომელიც მის გადაღებას ცდილობდა, ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და ძირს დააგდო, რის შედეგადაც ტელეფონი გატყდა.

კრიტიკის შემდეგ, რონალდუმ სოციალურ ქსელით ბოდიში მოიხადა და ჰარდინგი მატჩზე მიიწვია.



მსგავსი ინფორმაციები