თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეჰმეთ ბუიუქექში აირჩიეს

1845027
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

თურქულ ფეხბურთში ახალი ერა დაიწყო... თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეჰმეთ ბუიუქექში აირჩიეს.

რიგგარეშე გენერალური საბჭო ანკარაში შეიკრიბა. საბჭოს თავმჯდომარედ კლუბ „ადანა დემირსპორის“ პრეზიდენტი მურათ სანჯაქი აირჩიეს.

რიგგარეშე გენერალურ საბჭოს ესწრებოდნენ სუპერლიგის, პირველი ლიგის, მე-2 და მე-3 ლიგის კლუბების პრეზიდენტების უმეტესობა, ასევე ყოფილი პრეზიდენტები სერვეტ იარდიმჯი და ნიჰათ ოზდემირი.

შეხვედრას არ ესწრებოდა „ფენერბაჰჩეს“ კლუბის პრეზიდენტი ალი ქოჩი.

საბჭოზე წინა პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ადმინისტრაციულად და ფინანსურად გაათავისუფლეს. შემდეგ კი პრეზიდენტისა და დირექტორთა საბჭოს არჩევნები გაიმართა.

ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველი 9 კანდიდატიდან რვამ დელეგატების საკმარის რაოდენობა ვერ მოაგროვა. ამის გამო არჩევნებში მონაწილეობა ერთადერთმა კანდიდატმა მეჰმეთ ბუიუქექშიმ მიიღო.

მიცემული 209 ხმიდან 158 ბუიუქექშიმ მიიღო და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი გახდა.

გენერალურ საბჭოზე, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებზე 51 ხმა ბათილად იქნა მიჩნეული, დირექტორთა საბჭომ 133 ხმით აიღო უფლებამოსილება.

ფედერაციის რიგგარეშე გენერალურმა საბჭომ ინოვაციაც მოიტანა. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტში პირველად შეიყვანეს ქალები.



მსგავსი ინფორმაციები