UEFA-მ რუსეთ-უკრაინის მიმართებაში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

UEFA-მ რუსეთ-უკრაინის მიმართებაში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

1785416
UEFA-მ რუსეთ-უკრაინის მიმართებაში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის მიმართ სპორტული საზოგადოებაც არ დადუმდა.

UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგს 2021-22 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. 28 მაისს, UEFA-ს უმთავრესი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება.

მეორეს მხრივ, UEFA-მ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უკრაინისა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს ეხება. გადაწყვეტილების მიხედვით, ამ ორი ქვეყნის კლუბები, საშინაო შეხვედრებს ნეიტრალურ მოედანზე (სხვა სახელმწიფოში) გამართავენ.



მსგავსი ინფორმაციები