ტოკიო ოლიმპიადისთვის ემზადება

ტოკიო ოლიმპიადისთვის ემზადება

1633025
ტოკიო ოლიმპიადისთვის ემზადება

ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ენდო ტოშიაკიმ განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების მიუხედავად, ისინი ტურნირს მიღებული ზომების შესაბამისად ჩაატარებენ.

კვირის ბოლოს ადგილობრივ სატელევიზიო არხთან საუბრისას, ენდომ აღნიშნა, რომ შესაძლებელია დაავადების შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს და დაამატა: ”საზოგადოებაში ფართო მასშტაბით გავრცელების შემთხვევაში, შეუძლებელი არ არის მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ტურნირი ვერ ჩატარდეს.”

”იაპონიაში არსებული ვითარებისა და ზომების გათვალისწინებით, ჩვენ ნამდვილად ვემზადებით აუცილებლად ჩატარებისთვის და შესაბამისად ვფიქრობთ.”-აღნიშნა ენდო ტოშიაკიმ.

მისივე თქმით, კომიტეტის ექსპერტებმა შეადგინეს კონკრეტული გეგმები თამაშების უსაფრთხოდ ორგანიზებისთვის და კითხვაზე ოლიმპიადის გაუქმების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე, დასძინა: ”ჩვენ ამას არ ვითვალისწინებთ.”

ოლიმპიური თამაშები, რომლის ჩატარებაც დაგეგმილი იყო 2020 წლის 24 ივლისიდან - 9 აგვისტომდე და გადაიდო ეპიდემიის გამო, გადაწყდა, რომ გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან - 8 აგვისტოს ჩათვლით.


საკვანძო სიტყვები: #ოლიმპიადა , #ტოკიო

მსგავსი ინფორმაციები