2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე თურქეთის ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

2022 წლის მუნდიალი კატარში გაიმართება

1541310
2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე თურქეთის ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის, რომელსაც კატარი იმასპინძლებს,  შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. დასახელდა ის გუნდები, რომლებიც თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან G ჯგუფში ნიდერლანდები,  ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია და  გიბრალტარი ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2021 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება.

რაც შეეხება საქართველოს, რომელიც  B ჯგუფში იასპარეზებს, 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მეტოქეები ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო არიან.



მსგავსი ინფორმაციები