თურქეთის თასის პირველი ფინალისტი  ტრაბზონსპორი გახდა

მეორე ფინალისტი,  ალანიასპორ-ანტალიასპორს შორის გასამართი ნახევარფინალური მატჩის  შემდეგ გახდება ცნობილი

1437474
თურქეთის თასის პირველი ფინალისტი  ტრაბზონსპორი გახდა

გუშინ, თურქეთის თასი პირველი საპასუხო  ნახევარფინალური მატჩი, ფენერბაჰჩე-ტრაბზონსპორს შორის გაიმართა.  სტამბოლში, ულქერის სტადიონზე გამართული ფენერბაჰჩე-ტრაბზონსპორის მატჩი,  სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა და თურქეთის თასის პირველი ფინალისტიც ტრაბზონსპორი გახდა.  ამ ორ კლუბს შორის ტრაპიზონში, მედიკალ პარკის სტადიონზე გამართული  მატჩი, ტრაბზონსპორის გამარჯვებით 2-1 იყო დასრულებული. ტრაბზონსპორის გოლები  ალექსანდერ სორლოთმა  2 (6-83) და ფილიპ ნოვაკმა  (90+4)  გაიტანეს. რაც შეეხება ფენეფბაჰჩეს ერთადერთ გოლს დენიზ სურუჩმა (42) გაიტანა.  მეორეს მხრივ, თურქეთის თასის მეორე ფინალისტი,  ალანიასპორ-ანტალიასპორს შორის გასამართი ნახევარფინალური მატჩის (18.06.2020)  შემდეგ გახდება ცნობილი.  



მსგავსი ინფორმაციები