უეფას გამგეობის სხდომა გადაიდო

27 მაისისათვის დაგეგმილი სხდომა, 17 ივნისისათვის გადაიდო

1419805
უეფას გამგეობის სხდომა გადაიდო

უეფას დირექტორთა საბჭოს სხდომა, რომელიც 27 მაისს უნდა ჩატარებულიყო,  17 ივნისისათვის გადაიდო. ამის შესახებ უეფას ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: ”27 მაისისათვის დაგეგმილი მმართველთა საბჭოს სხდომა, 17 ივნისისათვის გადაიდო, რადგან  მომავალ წელს ჩასატარებელ  EURO 2020-სთვის შემოთავაზებულ რამდენიმე ადგილთან დაკავშირებით არსებობს გადასაწყვეტი პრობლემები.” როგორც ცნობილია, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გავრცელების გამო, ევრო 2020 ვეღარ ტარდება და იგი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გადაიდო. ამავე მესიჯში ნათქვამია, რომ უეფა, არ გეგმავს ჩემპიონატისთვის განსაზღვრული მასპინძელი ქალაქების შეცვლას 12 სხვადასხვა ქვეყანაში



მსგავსი ინფორმაციები